Vaping – ხშირად დასმული კითხვები


Მოგესალმებით, ამ პოსტში დავწერთ ხშირად დასმულ და ძირითად კითხვებს ელექტრო სიგარეტების/ვეიპის შესახებ.

Თუ რამე ნებისმიერ კითხვაზე ვერ იპოვეთ პასუხი მოგვწერეთ Vapemania – ზე და ყველაფერში დაგაკვალიანებთ.

1. Არ ვარ სიგარეტის მწეველი, მაგრამ შეიძლება უნიკოტინო სითხეები მოვწიო მაინც, ელ.სიგარეტით/ვეიპით?
– გთხოვთ, თუ არ ხართ მწეველი არც ელ.სიგარეტს არ გაეკაროთ. Ვეიპი არ არის რამე სათამაშო, ის გამოიგონეს თამბაქოს მომხმარებლებისთვის ბევრად ჯანმრთელ ალტერნატივად.

2. Გავიგე რომ ელ.სიგარეტი/ვეიპი თამბაქოზე საზიანოა და ასევე ფეთქდება კიდევაც.
– ელ.სიგარეტი არანაირად არ არის თამბაქოზე საზიანო. მეცნიერების კვლევით ვეიპი 95% – ით უვნებებელია.  რაც შეეხება აფეთქებას, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება  აფეთქდეს თუ პირდაპირ იწყებთ ბევრად პროფესიონალური ელ.სიგარეტის მოწყობილობის მოხმარებით და მისი გამოყენების არ ცოდნით

3. Რომელი მოწყობილობით უნდა დავიწყო ვეიპინგი?
– დამწყებთათვის არის კატეგორია “Starter Kit”. მათ არ აქვთ და არც ჭირდებათ ბევრი რეგულირება, ავზში/კარტრიჯებში ჩაასხავთ სითხეს და ერთი ღილაკის დაჭერით აორთქლებთ

4. Შეგიძლია მირჩიოთ რომელი ელ.სიგარეტი უნდა ვიყიდო?
– მოგვწერეთ Vapemania – ს გვერდზე და თქვენი გემოვნების მიხედვით გირჩევთ.

5.რისგან შედგება ელ.სიგარეტის/ვეიპის სითხეები?
– ელ სიგარეტის სითხეების ძირითადი ბაზა შედგება: ნიკოტინისგან, საკვები დანამატებისგან, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმში, მცენარეული გლიცერინისგან(Vegetable Glycerin), რომელიც ორთქლს გაძლევთ (ესეც საკვები დანამატია) და გლიკოლისგან(Propylene Glycol) რომელიც არომატებს ხსნის.

6. Რას ნიშნავს VG და PG?
– VG(Vegetable Glycerin/მცენარეული გლიცერინი) : არის უფრო ბლანტი/სქელი და რბილი,  ოდნავ ტკბილი და მისგან წარმოიშვება ორთქლი
– PG(Propylene Glycol/გლიკოლი) : არის უფრო თხელი, გემოს მატარებელი და მისგან ვიღებთ throat hit(ყელის წვას/სიგარეტის ყელში ჩაშვების ეფექტს)  – ს

7. Სითხის ბოთლზე წერია “PG/VG – 50/50” და “PG/VG 70/30”. Რას ნიშნავს ესენი?
– PG/VG უკვე ვიცით რასაც ნიშნავს, რაც შეეხება ციფრებს, ისინი განმარტავენ თუ რა პროცენტული რაოდენობითაა თითოეული ხსნარი გამოყენებული.

8. Რა განსხვავებაა 50/50 – სა და 70/30 – ს  შორის? (მე-7 კითხვის გაგრძელება)
– 50/50 – ს ძირითადად გამოიყენებენ პოდ სისტემებში, ამ დროს სითხე უფრო ნაკლებ ორთქლს და გემოს გაძლევთ, მაგრამ მეტ throat hit(ყელის წვას/სიგარეტის ყელში ჩაშვების ეფექტს)  – ს

– 70/30 – ს ძირითადად იყენებენ მოდ – ის ავზებში, ამ დროს სითხე უფრო სქელია, გაძლევთ მეტ ორთქლს და ნაკლებ ყელის წვას.

9. Რა არის Pen, Pod, Mod და Mech

Pen – ახალი ვეიპერებისთვის საუკეთესო არჩევანია. Მათ აქვთ ელეგანტური დიზაინი და ადვილად მოსახმარებადია. Მას ასევე ხმარობენ Mod – ის მომხმარებლებიც, როგორც მეორეხარისხოვან მექანიზმად.  სიტუაციის მიხედვით, როდესაც მათ დიდი მოწყობილობის ტარება არ უნდათ აქეთ-იქით.

Pod – პოდ სისტემა არის უახლესი თაობა ვეიპ პროდუქტებს შორის. Ის ძალიან ადვილი მოსახმარებელი და შენარჩუნებადია, მხოლოდ კარტრიჯის შეცვლა გიწევთ. Პოდ სისტემები უფრო ნაკლები სიმძლავრით იწვის და შეგიძლიათ გამოიყენოთ უფრო მაღალი ნიკოტინის სიმძლავრე. Მისი გამოყენება საუკეთესოა მათთვის, ვისაც throat hit(ყელის წვა/სიგარეტის ყელში ჩაშვების ეფექტი) – ი ბევრად ხიბლავს, ან ჯერ არ გადაუწყვეტია რომელი პროდუქტია მისთვის საუკეთესო. Სხვა ვეიპ მოწყობილობებისგან განსხვავებით პოდ სისტემები უფრო აკმაყოფილებენ თამბაქოს მწევლების მოთხოვნილებას.

Mod – მოდი არის ბევრად მრავალმხრივი, უფრო მეტი ფუნქციით, ელემენტის გამძლეობითა და უფრო მეტი ძალით. Თუ შენთვის მთავარი ბევრი ორთქლია, მაშინ გაითვალისწინე, რომ მაღალ ვატიანი იყიდო. Ბოქს მოდში(Box Mod) ყველაფერს იპოვი რაც გჭირდება იმისთვის, რომ შენთვის იდეალური ვეიპ სესია მოიწყო ნებისმიერ დროს. Მათ ასევე სჭირდებათ ლითიუმისგან დამზადებული ელემენტები, რომლის მოხმარება უნდა იცოდეთ თქვენივე უსაფრთხოების მიზნით.

Mech – მექანიკური მოდი(შემოკლებით მექ მოდი) არ არის რეალურად ისეთი რთული, როგორიც თავიდან ჩანს. Საერთო ჯამში, მექ მოდი არის აპარატურა, რომელიც მთელი ელემენტის ძალით ამარაგებს საფრქვეველს/ინჰალატორს. Შეიძლება გეგონოთ, რომ ამ მოდის მოხმარების დროს თქვენ გჭირდებათ ელექტრული ინჟინერიის ცოდნა, მაგრამ როდესაც ყველაფერს შეისწავლით ვეიპის შესახებ, აღმოჩნდება, რომ ის ყველაზე ადვილი მოსახმარებადია ყველა მოწყობილობებს შორის.

10. Რა არის Sub-ohm, RDA, RTA და RDTA ?

Sub-ohm : (ქვე-ომი/სუბ-ომი) არის ავზი ზამბარებით/ქოილებით(coil), რომლის წინაღობაც არ აღემატება 1 ომს. Წინაღობის შემცირებით თქვენი ზამბარა უფრო მეტ ორთქლს წარმოქმნის. Მეტ ორთქლთან ერთად უფრო მეტ გემოსაც მიიღებთ თქვენი ვეიპის სითხისგან. Ავზს მოჰყვება წინასწარ დამზადებული ზამბარები/ქოილები(coil), რომლის გამოყენებაც საუკეთესოა დამწყები ვეიპერებისთვის. Sub-ohm – ის ქოილები(coil) დახხლოებით 2 კვირაში ფუჭდება(გააჩნია თქვენ რამდენად ხშირად მოიხმართ) თქვენით შეატყობთ, როდესაც გემო გაუფუჭდება თქვენ სითხეს, და მოგიწევთ მისი შეცვლა.  
RDA : (Rebuildable Drip Atomizer/შეკეთებადი ჩასაწვეთი საფრქვეველი/ინჰალატორი) : არ დი ეი – ს(რამოდენიმე ქართველისთვის დრიპკა)  დიზაინი არის შექმნილი ისე, რომ თქვენი სითხე შეგიძლიათ პირდაპირ შეგიძლიათ ზამბარას/ქოილს(coil) დაასხათ. Ბევრი გამოცდილი ვეიპერი იფიცება, რომ ეს ავზი წარმოქმნის ყველაზე მეტ ორთქლსა და საუკეთესო გემოს. RDA – ს შეძენის დროს თქვენი ხელით და გემოვნებით გიწევთ ზამბარას/ქოილს(coil) – ის გაკეთება.

RTA : (Rebuildable Tank Atomizer/შეკეთებადი საფრქვეველი/ინჰალატორი ავზით) RDA – ს მსგავსად, არ თი ეი(RTA) – ზეც თქვენით გიწევთ ზამბარის/ქოილების(coil) გაკეთება. Ის “დრიპკისგან” იმით განსხვავდება, რომ მასში შეგიძლიათ 2/3მლ(გააჩნია ავზის ტევადობას) სითხე ჩაასხათ. Ადვილად რომ ავხსნათ, Sub-ohm – ის მსგავსია, მაგრამ ქოილების დამზადება გიწევთ თქვენი ხელითა და გემოვნებით.


RDTA :  (Rebuildable Dripping Tank Atomizer/ შეკეთებადი ჩასაწვეთი საფრქვეველი/ინჰალატორი ავზით) – არის RDA – სა და RTA – ს ნაზავი მოწყობილობა.


11. Რომელი ბრენდის ელ. Სიგარეტის/ვეიპის ან სხვა ნებისმიერი აქსესუარის შეძენას მირჩევთ?
– Vaporesso, Smok, UWELL, Lost Vape,  VooPoo, Geekvape, Freemax, Suorin, Innokin, Joytech, VandyVape, Wismec, Aspire, Eleaf, Sigelei, Wotofo

12. Რომელი  ბრენდის პრემიუმ(მაღალი ხარისხის) სითხის/არომატის შეძენას მირჩევთ?
– Dinner Lady, Humble, Sadboy, Pachamama, Vapetasia, Naked 100, Glas Basix, Black Note, Freeman, Beard Vape Co, Jam Monster, Propaganda, Kilo, Suicide Bunny, Cuttwood, 

Leave a Reply